მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში რთულია ზუსტი დიაგნოსტირება, თუმცა შესაძლოა საქმე ეხებოდეს პიტირიაზს, რომელიც კანის სოკოვანი დაავადებაა. ის უმთავრესად კანის ზედაპირულ, რქოვანა შრეს აზიანებს.
პიტირიაზი გადამდები დაავადებაა, იგი უმთავრესად ტანისამოსის, თეთრეულის, პირსახოცის მეშვეობით გადაედება, ზოგჯერ – სამკაულის მეშვეობითაც.
ასევე, შესაძლებელია ეს იყოს ვიტილიგო, რომელიც ვითარდება კანის დაზიანებულ ადგილებში მელანინის ნაკლებობის შედეგად.
დაავადების მიმდინარეობისას კანის სხვადასხვა უბანზე თანდათანობით ჩნდება დეპიგმენტირებული ლაქები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ზრდისა და შერწყმისაკენ.
ვიტილიგოს იდენტიფიცირება ხდება ექიმის მიერ ფიზიკური გასინჯვის შემდეგ. თქვენ ასევე შეიძლება გკითხონ ოჯახის სამედიცინო ისტორიის შესახებ.
ვიტილიგოს დროს უმეტეს შემთხვევაში დეპიგმენტაცია ვრცელდება და საბოლოოდ ვლინდება მთელ სხეულზე. იშვიათად, კანს უბრუნდება თავისი ფერი.
უმჯობესია, მიმართოთ დერმატოლოგს, რათა დადგინდეს ლაქების ტიპი.
ამ ეტაპზე, აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: კანზე გამიჩნდა თეთრი ლაქები რუჯის შემდეგ უფრო მკაფიო დასანახი გახდა ვის მივმართო კანის ექიმს ?
პასუხი: