სათაური– წითელი ლაქები - დერმატოლოგია

კითხვა: ნაღვლის ბუშტი არ მაქ..კანზე მქონდა წითელი ლაქები რომელიც დროთა განმავლობაში დიდდება და მრავლდება...ეხლა ტკივილი მაქ ყრუ მარჯვენა ფერდის არეში...და. ტანზე ქავილი დამიწყო და საერთოდ არ მძინავს მირჩიეთ რამე...რა უნდა იყოს....მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით!
კანზე განვითარებული პრობლემების დროს დიაგნოზი ძირითადად უნდა დაისვას თვალით. იმის დადგენა, თუ რამ განაპირობა ლაქების გაჩენა, მხოლოდ დერმატოლოგს შეუძლია. ზოგადად გეტყვით, რომ ლაქების გაჩენა შეუძლია სოკოვან ინფექციას, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ, ქრონიკულად მიმდინარე ანთებითმა პროცესებმა, ზოგმა შინაგანმა დაავადებამ. ასევე ვიტამინების დეფიციტმა შეიძლება ჰიპერპიგმენტაციას შეუწყოს ხელი. თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონულმა დარღვევებმა, მიკროელემენტების ნაკლებობამ ან სიჭარბემ (სპილენძი, თუთია, რკინა) და სხვა.
პირველ რიგში უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც ლაქების გაჩენის ზუსტ მიზეზს დაადგენს და შემდეგ დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა