კანის პაპილომა - დერმატოლოგია

კითხვა: მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე გამომივიდა მეჭეჭი, თავიდან ერთი იყო, ახლა მის გვერდით ორ ადგილზე კიდევ დაემატა. რა საშუალებით შეიძლება მისი მოშორება
პასუხი:

მოგესალმებით,
მეჭეჭი მცირე ზომის წანაზარდია კანზე, რომელიც ყველაზე ხშირად თითებსა და მტევანზე ჩნდება.
შეხებისას უხეში ზედაპირი და მცირე ზომის შავი წერტილების განვითარება ახასიათებს მეჭეჭებს. ეს შავი წერტილები მცირე ზომის, დახშული სისხლძარღვებია.
მეჭეჭებს სხვადახვა ვირუსი იწვევს და გადამდებია შეხებით, თუმცა თითოეული ადამიანის იმუნური სისტემა სხვადასხვაგვარად პასუხობს პაპილომავირუსით ინფიცირებას, ამიტომ ყველა ადამიანს არ გადაედება მეჭეჭი კონტაქტის შემთხვევაში.
ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას, საკონსულტაციოდ აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს. რადგან, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, რა ტიპისაა წარმონაქმნი (საერთოდ, მეჭეჭია თუ არა) და დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს და ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა