ხერხემლის პათოლოგია - ნევროლოგია

კითხვა: ძალიან მტკივა კისრის მალები , მარცხენა ბეჭის ძვალი , ხელების და მუხლის ქვემოთ თითების ბუჟებას , ასევე ხელის მტევნების.... როგორ მოვიქცე !! რით დავიწყო ? დიაგნოზი როგორ გავიგო ,რა მჭირს რენდგენით?
პასუხი:

მოგესალმებით!
დისტანციურად ზუსტ დიაგნოზს ვერ დაგისვამთ, მაგრამ თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ თქვენს ჩივილებს იწვევს ხერხემლის პათოლოგია.
კისრის ტკივილის პრობლემას თავისი ცხოვრების განმავლობაში ადამიანთა უმრავლესობა აწყდება. ყველაზე ხშირად კისრის ტკივილი წარმოიქმნება კუნთებში.
კისერში, კეფასა და ხელში ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ტრავმირებულმა ან ანთებითმა მალთაშუა (ფასეტურმა) სახსარმა ართროზის დროს. კისერი (კუნთები, იოგები) ადამიანს შეიძლება სტკიოდეს ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ (მჯდომარე სამუშაო)
კისრის ოსტეოქონდროზისა და სპონდილოზის დროს ფესვური ტკივილისას გარშემო მდებარე სახსრის ანთებითი გარსებით, ხერხემლის გადაადგილებული სტრუქტურებით ან დისკის თიაქრითა და პროტრუზიით ზეწოლილი ნერვი შეიძლება განიცდიდეს კომპრესიას ძლიერი ტკივილით ხელის გაყოლებაზე, კეფის არეში, საფეთქელში და ა.შ.
ხერხემლის სვეტის ოსტეოქონდროზის მქონე პაციენტებს ხშირად სტკივათ კისერი უკანა მხარეს, ასევე იმავდროულად აღენიშნებათ თავის ტკივილები კეფის მიდამოში. ზოგჯერ ეს ტკივილი შეიძლება გზადაგზა გადაეცეს ხელში და მივიდეს მხრიდან ხელის მტევნამდე თითების დაბუჟებით.
შესაძლებელია ეს იყოს ხერხემლის სპონდილოზი, რომლის დროსაც ზურგის ტვინსა და ფესვებზე ზეწოლის პირველი სიმპტომებია ტკივილები კისრისა და მხრის მიდამოებში. ეს ჩივილი შეიძლება ერწყმოდეს თავის მოძრაობის შეზღუდვას.
ზურგის ტვინის კისრის კომპრესიას ხშირად თან ახლავს პარესთეზიები ტერფებსა და მტევნებში.
სპონდილოზს ხშირად ახლავს კუნთოვანი ტკივილი ნერვის გაყოლებაზე:

  • ხელში ტკივილი;
  • ფეხში ტკივილი;
  • კისერში ტკივილი;
  • ბეჭებშუა ტკივილი.

აღნიშნული პრობლემით უმჯობესია მიმართოთ ნევროლოგს, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარებთ კლინიკურ–ლაბორატორიულ გამოკვლევას.
გაცნობებთ, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებშიც ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან ვიზიტი უფასოა,
თუ საჭირო იქნება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, აღნიშნულ კვლევაზეც გვაქვს ფასდაკლებები:
მთლიანი ხერხემლის და ზურგის ტვინის კვლევა 420 ლარის ნაცვლად 270 ლარად;
კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 550 ლარის ნაცვლად 280 ლარად.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გამოაგზავნეთ შეკითხვა