მოგესალმებით,
ყურებში ხმაურის მიზეზი შეიძლება იყოს: ყურის ანთება, გოგირდოვანი საცობი, უცხო სხეული სასმენ მილში, სასმენი ნერვის დაზიანება, ასაკობრივი ცვლილებები. გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა.
ხმაურის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს ასევე ალკოჰოლმა, კოფეინმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა, ტყვიით, დარიშხანით, ვერცხლისწყლით ინტოქსიკაციამ (მოწამვლამ), არტერიული წნევის მომატებამ, ათეროსკლეროზმა, ალერგიამ, ანემიამ, თირეოტოქსიკოზმა, ცხელებამ, ნევროზმა და სხვა პათოლოგიებმა.
ასევე შესაძლოა ვივარაუდოთ ნევროზი, დეპრესია ან უბრალოდ ძლიერი გადაღლა,რომელიც პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადების იმიტაციას ახდენს. არცთუ იშვიათად, მათი ერთადერთი გამოვლინება ყურებში ხმაური და თავბრუსხვევაა.
დისტანციურად რა თქმა უნდა ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია. პირველ რიგში სასურველია მიმართოთ ნევროლოგს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც შეკრებს ზოგად ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და ამის შემდეგ, შეარჩევს მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდს.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამუდმებით თავბრუ მესხმის ყურებში შიული განსაკუთრებით მარცხენა ყურში კოორდინაცია მერღვევა .თავს თუ დაბლა დავხრი კოორდინაციას ვკარგავ გულაღმა დაწოლა არ შემიძლია თავბრუ მეხვევა ცინარიზინს ვსვავ და არ მშველის
პასუხი: