კითხვა: მოგესალმებით მაინტერესებს გკითხოთ მტკივა ხერხემალი ერთ წერტილში ძალიან მოძრაობისას და ხელის დადებითაც, ამასთან დღეს ღამეც უცნაურად ვიყავი ღამე თავს რომ ვდებდი მარცხენა მხარეს გაჯრუებული მქონდა და ვერ ვაჩერებ მხარეს,დილით ასევე თვალების დამისივდ?!მადლობა წინასწარ.
პასუხი:
მოგესალმებით,
თქვენ ჩვენი ხშირი „პაციენტი“ ბრძანდებით. სასიამოვნოა როცა გვენდობიან, თუმცა დისტანციურად ასეთ სერიოზულ საკითხებზე დიაგნოსტირება და მითუმეტეს მკურნალობის დანიშვნა შეუძლებელია .
არაერთხელ შემოგთავაზეთ სხვადასხვა სპეციალისტთან კონსულტაცია.
რა თქმა უნდა, შემოთავაზება ძალაში რჩება და შეგიძლიათ მობრძანდეთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.
სასურველია თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რეკომენდაციებს.
ნევროლოგთან უფასო კონსულტაციისათვის, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!