კონსულტაცია ნევროლოგთან - ნევროლოგია

კითხვა: ვარ 41 წლის იანვარში მაისში მქონდა თავის ქალის გახურება და თვალის გახელის დროს ყველაფერი ბრუნავდა ვგრძნობ სიმძიმეს და ეს გადაღლილობის ფონზე ვაპირებ მაგნიტური ტომოგრაფიის გაკეთებას და ვსვავ ბეტასეპტ24მლგრამის ფონზე მეშინია რას მირჩევთ პრეპარატი რო ძილიანობა არგამოიწვიოს მყავს პატარა ბავშვი
პასუხი:

მოგესალმებით,
თავბრუსხვევა (ვერტიგო) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლითაც პაციენტები მოგვმართავენ, ის მრავალი დაავადების სიმპტომია. ამჟამად მისი 80-მდე მიზეზია ცნობილი, ასიდან 20 შემთხვევაში კი ერთმანეთს რამდენიმე მიზეზი ერწყმის.
თავბრუსხვევა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სივრცეში სხეულის მდებარეობის ორიენტაციას კარგავს, ეჩვენება, თითქოს გარემომცველი საგნები ან თავად მისი სხეული ბრუნავს, წონასწორობა ეკარგება. ზოგიერთ შემთხვევაში თავბრუსხვევას თან ახლავს:

  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • პულსის სიხშირის ცვლა;
  • არტერიული წნევის მერყეობა.

თავბრუსხვევის შეტევა შესაძლოა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს.
თავბრუსხვევას პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან, ექიმებისთვის კი ეს ყველაზე თავსატეხი სადიაგნოსტიკო სიმპტომია, რადგან უამრავი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი, როგორც ნევროლოგიური და ფსიქიკური, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თვალისა და ყურის დაავადებებისთვის.
თქვენ შემთხვევაში, რა არის გამომწვევი მიზეზი, დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელი და არაპროფესიულია, ამავე მიზეზის გამო ვერ მიგითითებთ მედიკამენტებზე.
პირველ რიგში, აუცილებელია დადგინდეს გამომწვევი მიზეზი, ამიტომ გირჩევთ, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ექიმი შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას, ხოლო თუ საჭირო გახდება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას აღნიშნულ კვლევაზე, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva--magnitur-rezonansul-tomografze/15963
გაცნობებთ, რომ ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა