ხერხემლის პათოლოგია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა დიდი ხანია მაწუხებს გვერდში ტკივილი კერძოდ მარჯვენა მხარეს ნეკნების ქვემოთ არეში. არც ეხოსკოპიაზე არც ანალიზებში არც ქირურგის და თერაპევტის გასინჯვით არაფერი არ მჭირს. არადა ტკივილი ძაან მაწუხებს და განსაკუთრებით მიძლიერდება მოხრის და შედარებით და სრულად მივლის დაწოლის დროს გვერდულად. ხერხემალზე გადავიღე MRI კვლევა სადაც მითითებულია რომ ფიზიოლოგიური ლოდრდოზი გასწორებულია და სხვა არაფერი არ მჭირს. ნევროლოგმა ხერხემლიდან არ გამომდინარეობს ტკივილიო და ვერ გამიგია ვიღას მივმართო. უბრალოდ ვის მივმართო იქნებ დამეხმაროთ? და ფიზიოლოგიური ლორდოზი გასწორებულია პათოლოგია თუ ნორმალურია იქნებ მიპასუხოთ. უღრმესი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს, უზრუნველყოფს დგომასა და მოძრაობას. ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება.
ხერხემალი ლარივით სწორი როდია – მას ბუნებრივი სიმრუდეები აქვს, რომლებიც სხეულის წონასწორობის დაცვასა და მოძრაობაში ეხმარება. ასეთი სიმრუდე ოთხია. სხეულისკენ შედრეკილ სიმრუდეებს ლორდოზებს უწოდებენ, გარეთ გამოდრეკილებს – კიფოზებს. ამრიგად, ხერხემალს ბუნებრივად აქვს ორი ლორდოზი: კისრისა და წელის და ორი კიფოზი – გულმკერდისა და გავის.
ზოგჯერ ეს ნადრეკები ნორმალურზე მკვეთრია. პათოლოგიურ ნადრეკებსაც ლორდოზსა და კიფოზს უწოდებენ.
როცა კისრის ან წელის ლორდოზი არის გასწორებული, ამ დროს პაციენტს ტკივილი აწუხებს, რა სიმპტომიც თქვენს შემთხვევაშიც გამოვლინდა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას, თუ ვიზიტის დროს გამოიკვეთება ნეიროქირურგის ჩართვის საჭიროება, აქციის ფარგლებში, აღნიშნულ სპეციალისტთანაც, შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო კონსულტაციით.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა