ვიზიტი ანგიოლოგთან - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა. ფეხები მისივდება და ხელებზე და ფეხებზე მიჩნდება სისხლ–ჩაქცევები.ფეხის კუნთებში ვგრძნობ ტკივილს.
პასუხი:

მოგესალმებით, 

კუნთების ტკივილი ფუნქციური ხასიათის მსუბუქი კუნთოვანი პათოლოგიაა, რომელსაც არამყარი, ზომიერი ინტენსივობის ტკივილი ახასიათებს. იგი საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია. მიალგიის ყველაზე ხშირი მიზეზი გაციება, სიმძიმეების აწევა, მძიმე ფიზიკური შრომა და უხერხული მოძრაობაა. გარდა ამისა, კუნთოვანი ტკივილი უამრავი დაავადების თანმხლები სიმპტომია. მათ შორის არის როგორც კუნთოვანი, ისე არაკუნთოვანი პათოლოგიები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი მიოზიტია.

რაც შეეხება სისხლჩაქცევებს და კიდურების შეშუპებას- სავარაუდოდ საქმე ეხება ქრონიკულ ვენურ უკმარისობას, რომელიც  ხასიათდება ღრმა ვენების სარქველების უკმარისობით . დაზიანებული სარქველები ვეღარ ეწინააღმდეგება ვენური სისხლის უკუდინებას, იზრდება სისხლძარღვების გამავლობა, რაც კლინიკურად ვლინდება ქვედა კიდურების შეშუპებით, ტკივილით, რომელიც ძლიერდება ხანგრძლივი დგომისას და სუსტდება მოსვენების პერიოდში,ვენების ვარიკოზული გაგანიერებით და ა.შ.

ქრონიკული ვენური უკმარისობის დიაგნოზი ძირითადად ეყრდნობა კლინიკურ სურათსა და ულტრაბგერით კვლევას, კერძოდ კი დუპლექს სკანირებასა და დოპლეროგრაფიას.

სისხლძარღვების დუპლექს სკანირება კვლევის ორმაგ მეთოდს წარმოადგენს, რომლის დროსაც ხდება სისხლძარღვების, როგორც ტრადიციული ექოსკოპიური, ასევე ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერის ეფექტით.

შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე უპრეცედენტო აქციას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა