ხერხემლის თანამედროვე ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. ჩემს დედამთილს თურქეთში გამოკვლევების საფუძველზე დაუდგინეს ძვლების დაშლა. ხერხემლის დისკები აქვს დაშლილი და მაინტერესებს თუ კეთდება თქვენთან ოპერაცია. რა არის საჭირო დაახლოებით ამისთვის და თანხაც რა ჯდება. ოპერაციის შემდეგ მალე შეძლებს თუ არა ფეხზე დადგომას. ვიცი რომ დეტალური კონსულტაციაა საჭირო მაგრამ იქნებ დაახლოებით ამიხსნათ რა და როგორ ხდება. მადლობა დიდი
პასუხი:

ოსტეოპოროზი 45 წელს გადაცილებულ ყოველ მეორე ქალს და ყოველ მესამე მამაკაცს ემუქრება.განასხვავებენ პირველად და მეორეულ ოსტეოპოროზს. პირველადია პოსტმენოპაუზის პერიოდისა და სენილური ოსტეოპოროზი, რომელიც ქალს მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ უვითარდება, ასევე ხანში შესულთა ოსტეოპოროზი. გარდა ამისა, გამოყოფენ ახალგაზრდა ასაკში განვითარებულს და უცნობი მიზეზით აღმოცენებულ ოსტეოპოროზს.
მეორეული ოსტეოპოროზი სხვა დაავადებებისა და მედიკამენტების მიღების შედეგად ვითარდება, მაგალითად: ენდოკრინული, რევმატული, რევმატოიდული ართრიტის, სისტემური წითელი მგლურას, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლის, სისხლის, სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე. აგრეთვე, ალკოჰოლიზმის, ნერვული ანორექსიის, კვების დარღვევის, ოვარიოექტომიის შემდეგ და სხვა. შესაძლებელია, ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაშიც გამოვლინდეს. საზოგადოდ, ხერხემლის ყოველგვარი ოპერაცია ტარდება ჩვენს კლინიკაში როგორც მწვავე, ისე ქრონიკული დაავადებების დროს. ფართოდ ვიყენებთ ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. პირველად საქართველოში და მთელ ამიერკავკასიაში სწორედ ჩვენ დავიწყეთ ოსტეოპოროზის, ჰემანგიომისა და მალის სხეულის სიმსივნის მკურნალობა ვერტებროპლასტიკით(მეთოდი, რომელიც მოტეხილი მალის სხეულის გამაგრებას ისახავს მიზნად) და კიფოპლასტიკით .
თანხის დაზუსტების თვალსაზრისით ,უმჯობესია ჯერ გაიაროთ კონსულტაცია ნეიროქირურგთან,რომელიც განსაზღვრავს ოპერაციული ჩარევის მოცულობას,რომლის მიხედვითაც დადგინდება საბოლოო ღირებულება .
ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაცია გვაქვს ყოველ პარასკევს ,სადაც მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა ტელეფონით 577 119 119 ან 2 02 25 25 . გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით , გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა