კიდურების დაბუჟება - ნევროლოგია

კითხვა: მუხლის ზემოთ მიბუჟდება ფეხები მგზავრობისას ( მეტრო , მანქანა) . საერთოდ ძალიან ადვილად მიბუჟდება ხელ- ფეხი ზეჭოლის შემდეგ .. რისი ბრალია ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ოთხივე კიდურის ერთდროულად დაბუჟების შეგრძნება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია.
შესაძლოა, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად:

  • ტკივილი;
  • ქავილი;
  • გრძნობის დაკარგვა;
  • კუნთების სისუსტე.

თუ დაბუჟება ძლიერდება მოძრაობის დროს, შეიძლება ეს ნერვის დაზიანების შედეგი იყოს, რისი განმაპირობებელიც შესაძლოა, რომ იყოს:

  • ტრავმა;
  • განმეორებითი მიკროტრავმა; 
  • ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია;
  • ტოქსიკურმა ფაქტორები;
  • შაქრიანი დიაბეტი.

ნერვის ასეთ დაზიანებას პერიფერიული ნეიროპათია ეწოდება. სახელწოდება აღნიშნავს, რომ ნერვი ზიანდება არა თავის ან ზურგის ტვინის დონეზე, არამედ - უშუალოდ კიდურში.
თანდაყოლილი დაავადებებით გამოწვეული პერიფერიული ნეიროპათიის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, შეძენილი მიზეზების შემთხვევაში კი მდგომარეობის გასუმჯობესებლად მკურნალობენ გამომწვევი მიზეზების შესაბამისად.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ ნევროლოგთან და ანგიოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობის სწორ მიმართულებას.
ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღე არის პარასკევი, ხოლო ანგიოლოგთან – ორშაბათი და სამშაბათი.

აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა