მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, თქვენი მონათხრობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა ჩივილის გამომწვევი იყოს ხერხემლის სვეტის პათოლოგია.
ასევე, შესაძლოა ჩივილები, ნერვულ ფესვზე ზეწოლაზე მიუთითებდეს, მით უმეტეს, თუ ცალი ფეხის დაბუჟებასა და ტკივილს უჩივით.
დიაგნოზის დასასმელად საჭიროა, ნევროლოგიური შეფასება.
დიაგნოსტირებისათვის ასევე მიმართავენ შემდეგ აპარატურულ კვლევებს:
- ელექტრომიოგრაფია;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგის უფასო კონსულტაციზე, ექიმი-სპეციალისტი ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.
იქიდან გამომდინარე, რომ ხერხემლის კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.
აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias
აქცია გაგრძელდება თებერვლის თვის ბოლომდე.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!