ტაქიკარდია, ჰაერის უკმარისობა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ხშირად მაწუხებს ტახიკარდია განსაკუთრებით დილას როცა ვიღვიძებ. ასევე ზოგჯერ მაქვს შეგრძნება რომ მიჭირს სუნთქვა და გარკვეული ინტენსოივიობის წამიერიმოვლითი ჩხვლეტა , ტკივილი მარცხენა მკერდის არეში. როცა ვისინჯავ წნევას ნორმაში მაქვს ხოლმე,, ტკივილი აღმოცენდება განსაკუთრებით იღლიისკენ და ძუძუს თავთან .საუბრის დროს ვგრძნობ რომ ვიღლები და ვგრძნობ აერის სიმცირეს. კარდილოგთან ვიყავი გულის პათოლოგია გამორიცხა.ეხო , ჰოლტერი , ანლიზები ყველაფერი გავიკეთე.. რა შეილება იყოს ან ვის შეიძლება მივმართო.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ტაქიკარდია არითმიის სახეობაა, რომელსაც ახასიათებს გულის შეკუმშვების გაზრდა — წუთში 90-ზე მეტი დარტყმა.
ტაქიკარდიის ჯანმრთელ ადამიანში გამომწვევი შეიძლება იყოს:

  • ფიზიკურმა დატვირთვა;
  • სტრესული სიტუაცია;
  • ჟანგბადის უკმარისობა;
  • ჰაერის მომატებული ტემპერატურა;
  • წამლების, ალკოჰოლის, ყავის გავლენა;
  • მკვეთრი ადგომა საწოლიდან და ა.შ.

შესაბამისად, შესაძლოა, თქვენს შემთხვევაში ტაქიკარდია გამოწვეულია სუნთქვის უკმარისობისაგან.
გამომწვევი მიზეზის მიხედვით ადამიანს სუნთქვის უკმარისობა შეიძლება განუვითარდეს ან ერთხელ, ან პერიოდულად, მომავალში მუდმივად განვითარების რისკით.
სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი მიზეზი კი, შეიძლება იყოს:

  • ვარჯიში;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • ასთმა
  • ფილტვების ანთება;
  • პერიკარდიტი;
  • ანემია;
  • შფოთვითი აშლილობა;
  • სიმსუქნე;
  • ნევროზი.

როგორც მოგვითხრობთ ჩატარებული გაქვთ კარდიოლოგიური კვლევები, რომელთა შედეგადაც ამ სპეციალობის პათოლოგია გამოირიცხა.
ვფიქრობთ, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან. ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც კონსულტირებას გაგიწევთ მაღალკვალიფიციური ექიმი–ნევროლოგი. ანამნეზის შეკრებისა და ჩატარებული კვლევების მონაცემთა შეჯერების შემდეგ კი, დადგინდება თქვენი ჩივილების გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა