ოლიგომენორეა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა , 26 წლის გასათხოვარი ვარ. ბოლო თითქმის ერთი წელია ემოციურად ძალიან რთული პერიოდი მაქვს,მუდმივი შფოთვა და სევდა ( ბევრი, სხვადასხვა მიზეზის გამო) , რის პარალელურადაც შემიმცირდა მენსტრუალური გამონადენი. ვიცი რომ სტრესის ბრალია, ჩემი ფსიქოემოციუირი მდგომარეობის, რადგან ზუსტად მას შემდეგ შემცირდა რაც ეს რთული პერიოდი დაიწყო. ადრე, ჩვეულებრივ მქონდა ოთხ დღიანი მენსტრუაცია ,პირველი ორი დღე ძალიან ბევრი მომდიოდა, მესამე დღესაც ნორმალურად, თუმცა პირველ ორ დღესთან შედარებით ნაკლებად, მეოთხე დღეს კი ძირითადად მცირე ოდენობის, რამდენიმე წვეთი ძველი, დარჩენილი ყავისფერი სისხლი იყო ხოლმე. ახლა ბოლო 9 თვეა პირველ დღეს მოდის მხოლოდ ინტენსიურად, მეორე დღეს ყოველდღიური საფენიც რომ გამოვცვალო ორ_სამჯერ საკმარისია და მესამე დღეს კიდევ ,კიდევ უფრო ცოტა . უნდა აღვნიშნო რომ ყოველთვის თავის დროზე იწყება ციკლი, არ მაქვს გადაცდენები. მაინტერესებს სტრესი რომ/თუ გადამივლის, ისევ ჩადგება ნორმაში თუ უკვე დამეწყო კლიმაქსი ასეთ პატარა ასაკში? :( ვერაფრით ვახერხებ ჯერჯერობით ჰორმონების გამოკვლევას, მხოლოდ ის მაინტერესებს, თუ ეს მხოლოდ სტრესის ბრალია, ისევ ჩადგება თუ არა ნორმაში სტრესის დაძლევის შემთხვევაში. მადლობა წინასწარ , ძალიან მიყვარხართ !
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიად ითვლება.
მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ხშირი დიეტა, ჰორმონული დარღვევა, ფსიქიკური ტრავმა, ინფექციური დაავადება, გინეკოლოგიური ჩარევა, ღვიძლის დაავადება, სიმსუქნე. არანაკლებ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც.
თავდაპირველად უნდა დადგინდეს მიზეზი, განისაზღვროს ჰორმონული სტატუსი, ჩატარდეს ფუნქციური ტესტები.
დეტალური გამოკვლევის შემდეგ უნდა დაინიშნოს მკურნალობა. თერაპია, თავის მხრივ, უნდა იყოს კომპლექსური, პათოგენური ფაქტორებიდან გამომდინარე.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეს, პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებულ კვლევათა პასუხები, მათ შორის ექოსკოპიისაც, რომლის შესახებაც წინა შეტყობინებაში გვწერდით.
სხვა შემთხვევაში, მიმოწერის რეჟიმში ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა