მოგესალმებით,
ნაყოფის საყელოს სივრცის (კისრის ნაოჭის) სისქის პარამეტრის კვლევა, ემსახურება გენეტიკური დაავადებების ადრეულ გამოვლენას. ამ პარამეტრის გაზომვა ხდება მე-10 კვირიდან მე-14 კვირამდე.
როგორც მოგვითხრობთ, დაფიქსირდა კისრის ნაოჭის სისქის გადახრა ნორმიდან, ასეთ შემთხვევაში, უნდა ჩაუტარდეს დამატებითი კვლევები გენეტიკური დაავადებების დასადგენად/გამოსარიცხად.
აუცილებლად უნდა გადამოწმდეს მიღებული შედეგები სხვა ექიმთან.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მეან–გინეკოლოგ ალეკო დიაკონიძესთან უფასო კონსულტაციაზე, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხი.
ბატონი ალეკო შეაფასებს მდგომარეობას ობიექტურად, ჩაგიტარდებათ ექოსკოპია და თუ დადასტურდა წინა კვლევა, ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ დაუნის სინდრომის სკრინინგი.
დაწვრილებით და ამომწურავ ინფორმაციას, მოგაწვდით ბატონო ალეკო უშუალო კონსულტაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, ორსულობის მე13ე კვირაზე გავიკეთე ეხო, კისრის ნაოჭის სისქე 1,3 მმ და ცხვირის ძვალის სიგრძე 3,5მმ. მითხრეს რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ახლა წავიკითხე რომელიღაც საიტზე ცხვირის ძვალის სიგრძის ნორმა არის 3,1 მმ. გთხოვთ მითხარით რამე საშიშია?
პასუხი: