კისრის ნაოჭის სისქის ნორმა - ორსულობა

კითხვა: შეგიძლიათ ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქის ნორმა მომწეროთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქის ზომის მიხედვით მსჯელობენ გენეტიკური პათოლოგიის—დაუნის სინდრომის არსებობაზე.
ამ პარამეტრის გაზომვა ხდება მხოლოდ მე-11-დან მე-14 კვირამდე, როდესაც ნაყოფის თხემ-კუდუსუნის ზომა 45-84 მმ-ის ფარგლებშია.
თუ ნაყოფი უფრო პატარა ან უფრო დიდია, კისრის ნაოჭის გაზომვა ინფორმაციული ვერ იქნება და გენეტიკური დაავადებების გამორიცხვაში ვერ დაგვეხმარება.
თუ ნაოჭის სისქე 3 მმ-ზე მეტია და ასეთ შემთხვევაში დიაგნოზის დასადასტურებლად უნდა გაკეთდეს დამატებითი კვლევები გენეტიკური დაავადებების დასადგენად/გამოსარიცხად.
კისრის ნაოჭის სკრინინგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევაა მთელი ორსულობის განმავლობაში.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ბატონ ალეკო დიაკონიძესთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ბატონი ალეკო შეაფასებს მდგომარეობას ობიექტურად, ჩაგიტარდებათ ექოსკოპია და თუ დადასტურდება გენეტიკური დაავადება, სკრინინგთან დაკავშირებით დაწვრილებით და ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/4 

უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ სამშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა