კისრის ოსტეოქონდროზი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა კისრიდან მაქ ტკივილი თავიდან თავიც მტკიოდა ეხლა მთელ ხელხემალ მოყვება მარჯვენა ხელზეც გადადის თითქოოს თავიდან თითქოს ჭიანჭველები დაცოცავდნენ ხელზეე ადრე ფეხზეც მჭირდა იგივე მაგრამ ეხლა შემაწუხა ძაან და მტკივაა მარილები მაქ გადავიღე რენტგრნი ..დაა ვის უნდამივმართოო ??ან რა პროცედურა უნდა ჩავიტარო თავზე ვაპირებდი კომპიუტერის გადაღებას და მგონი თავი არაფერ შუაში არაა
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა , შეუძლებელია თუმცა, თქვენს სიმპტომებს თუ გავითვალისწინებთ , სავარაუდოდ, ჩივილის გამომწვევია ხერხემლის პათოლოგია, კერძოდ კი, კისრის ოსტეოქონდროზი. მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულებიდან გამომდინარეობს.
კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ამ მიდამოში ჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება, ზოგჯერ იმატებს ან მცირდება მგრძნობელობა. ზოგჯერ კი, ტკივილი მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება.
არცთუ იშვიათად, ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც აძლიერებს. ირღვევა თავის ტვინის ნათხემის, ღეროსა და კეფის ნაწილების სისხლის მიმოქცევა.
კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, რაზეც კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ფასდაკლება თავის ტვინისა და კისრის მალების კვლევაზე, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias 

დიაგნოსტირდება ჩივილის გამომწვევი პათოლოგია, რის შემდეგაც დაგენიშნებათ მკურნალობა, აპრობირებული მეთოდით.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა