კოჭის შეშუპება - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობათ, ქვედა კიდურები კოჭთან ძალიან მისივდება და მტკივა რომ დავწვები და ვისვენებ მიხურს და მეწვის.ერთი ფეხი მაღლა ბარძაყის სახსარში მტკივა ძალიან მაინტერესებს ვის მივმართო და კვლევაზე რამე აქცია თუ გაქვთ. ვნახე დოპლეროგრაფიული (მგონი სწორედ დავწერე)კვლევა მჭირდება და ანგიოლოგის კონსულტაცია მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით!
ზოგადად, ქვედა კიდურების შეშუპების და მტკივნეულობის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ვარიკოზული დაავადების დასაწყისში ქვედა კიდურები არც ისე შესამჩნევად შუპდება. შეშუპება დაავადების მოგვიანებით სტადიაზე იჩენს თავს და უშუალოდ უკავშირდება სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობას – საღამოობით ძლიერდება, დილისთვის ქრება, დღის მეორე ნახევარში კი კვლავ შესამჩნევი ხდება.
ასევე, შეიძლება განპირობებული იყოს იმუნური სისტემის პასუხით, რომელიც იწვევს ანთებას ქვედა კიდურების ქსოვილებში, ან ალერგიით. ანთება შეიძლება იყოს ნორმალური პროცესი დაზიანებაზე ან პათოლოგიური, როდესაც ანთება მიდის საკუთარი ქსოვილების მიმართ, მაგალითად რევმატოიდული ართრიტის დროს. ანთებით მიმდინარე ფეხების შეშუპებისთვის დამახასიათებელია ტკივილი.
ზოგჯერ შეშუპება, ტკივილი უკავშირდება ცუდად შერჩეულ ფეხსაცმელს და ტერფის არაბუნებრივ დატვირთვას.
შეშუპების გამომწვევი სხვა მიზეზებია:

  • გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);
  • ფლებიტი (ცალი კიდური);
  • თირკმლის დაავადებები;
  • ღვიძლის დაავადებები;
  • შიმშილი (მკაცრი დიეტები);
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
  • რეპარატები;
  • ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები.

წინა შეტყობინებაში გვწერდით, რომ გქონდათ ჰორმონული დისბალანსი და წონაში მოიმატეთ, ჩვენ გირჩევდით, პირველ რიგში გამოგერიცხათ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, შემდეგ გაგევლოთ კონსულტაცია ტრავმატოლოგთან და თუ გამოირიცხებოდა უშუალოდ ტერფის პრობლემები, შემდეგ მიგემართათ ანგილოგისათვის.
სამივე ექიმი გვყავს ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგთან კონსულტაციაც უფასოა და მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
თუმცა, ნება თქვენია, ვისთან კონსულტაციასაც საჭიროდ ჩათვლით, იმ სპეციალისტთან მობრძანდით.
დიახ, როგორც აღნიშნეთ გვაქვს აქცია სისხლძარღვების დოპლეროგრაფიაზე 100 ლარის ნაცვლად 45 ლარად.
აქციაში შედის:

  • სისხლძარღვთა ქირურგის კონსულტაცია.
  • სისხლძარღვების დოპლეროგრაფია უახლესი თაობის ექოსკოპიის აპარატ Toshiba Aplio-500-ზე.

აქცია ძალაშია ყოველ ოთხშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა