კომპრესიულ-დისტრაქციული ოსტეოსინთეზი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობათ! მაინტერესებს 22წლის გოგონას 2 მმ-ით მოკლე აქვს ერთ ფეხი მეორეზე,ოპერააციის გარეშე შეიძლება გაუთანაბრდეს მეორეს?თუ შესაძლებელია რამდენად უსაფრთხოა და რამდენი ხნით ექნება ეფექტი?
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენს კლინიკაში კიდურების დაგრძელება ტარდება სამედიცინო ჩვენებით მაშინ, როცა პაციენტს აქვს კიდურების თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტი. ასეთ დროს უპირატესად საჭიროა ერთმხრივი ან კიდურის რომელიმე ფრაგმენტის დაგრძელება. თუმცა ქვედა კიდურების დაგრძელება ხშირად კეთდება კოსმეტიკური თვალსაზრისითაც, ანუ სიმაღლეში ზრდის მიზნით. ქვედა კიდურების დაგრძელებისთვის მოწოდებულია უამრავი მეთოდი, თუმცა ყველაზე ეფექტური რაღაც ეტაპის შემდეგ მხოლოდ ქირურგიულია.
ქირურგიული ჩარევა ხდება კომპრესიულ-დისტრაქციული ოსტეოსინთეზის გზით, ელიზაროვის მიხედვით. ამ დროს გამოიყენება გარე ფიქსაციის, ელიზაროვის აპარატი: ჩხირებით, ღეროებით, ჩხირებით და ღეროებით ერთდროულად. აპარატის არჩევა ხდება შეთანხმებით.
მოგახსენებთ რომ ჩვენს კლინიკაში ტარდება პლასტიკური ქირურგია ელიზაროვის მიხედვით.
შემოგთავაზებთ ტრავმატოლოგის უფასო კონსულტაციას ხუთშაბათსა და შაბათს, სადაც ექიმი სამედიცინო ჩვენების საფუძველიდან გამომდინარე უფრო დეტალურად გაგესაუბრებათ და დაგინიშნავთ აპრობირებულ მკურნალობას.
მიმდინარეობს უფასო კონსულტაციაზე წინასწარი ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა