მოგესალმებით,
ზოგადად აუტოიმუნური დაავადების დიაგნოზი, რა თქმა უნდა არსებობს მედიცინაში, თუმცა იგი წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც ორგანიზმი კარგავს თვითტოლერანტობას და ვითარდება იმუნური რეაქციები საკუთარი ქსოვილების ანტიგენების მიმართ. მარტივად რომ ვთქვათ, აუტოიმუნური დაავადებების დროს ორგანიზმი საკუთარი სხეულის ნაწილებს თვითონვე ებრძვის იმუნური სისტემის დახმარებით.
იგი მრავალ შემთხვევაში ასოცირებულია გენეტიკასთან და უვითარდებათ უფრო მეტად კაცებს, ვიდრე ქალებს.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით რომელ კლინიკაში ბრძანდებოდით კონსულტაციაზე, ან რის საფუძველზე დასვეს დიაგნოზი, პასუხს ვერ გაგცემთ.
არ ღირს ასეთ ნერვიულობად ნამდვილად, ვიმედოვნებთ, რომ საშიში არაფერია.
ნება თქვენია, მიჰყევით თქვენი ექიმის რეკომენდაციას ან მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მედპერსონალით, სადაც პაციენტის მდგომარეობა ფასდება ობიექტურად და ინიშნება აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
თუ გადაწყვეტთ, რომ მობრძანდეთ , თან იქონიეთ ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: უღრმესი მადლობა, ვიფიქრებ ამაზე, რომ ჩავეწერო და თქვენამდე მოვიდე, ოღონდაც ენდოკრინოლოგთან უკვე ვმკურნალობ და რაც შეეხება იმუნოლოგს, პერიოდულად დავდიოდი იმუნოლოგთანაც და იმუნიტეტის გაძლიერებას უარესი შედეგი მომცა,ჯირკვლები გამიდიდდა და სასწრაფოდ შეწყვიტეს: აუტოიმუნურ დაავადებებს არ უხდებაო. (არის კი აუტოიმუნური დაავადება?) მოკლედ ერთმა ექიმმა ისიც კი მითხრა ექიმებს ასეთი დაუდგენელი და გაურკვეველი დაავადებები არ უყვართო, მე კი მირჩევია ნევროზს დავაბრალო (ექიმების რჩევაა ეს ) და მშვიდად გაღიმებული დაველოდო დასასრულს (ნეტა როგორი იქნება)... ვცდილობ ცუდზე არ ვიფიქრო. გმადლობთ...
პასუხი: