მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, დაავადება დაგეწყოთ გარდატეხის ასაკში, რაც იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჰორმონულ ცვლილებებთან.
იგივე მიზეზით შესაძლებელია, იმუნური სტატუსის ცვლილებებიც მომხდარიყო.
შესაბამისად თქვენი მდგომარეობის შესწავლა და მართვა, ვფიქრობთ ორი სპეციალისტის პრეროგატივაა, ესენია ენდოკრინოლოგი და იმუნოლოგი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგ ანა ჭოხონელიძესთან, რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, დასვამს დიაგნოზს, ამის შემდეგ კი, აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ შესაბამის, ინდივიდუალურ მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა, ვარ 35 წლის ქალი. 15 წლიდან მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები,რომელსაც აბრალებდნენ გარდატეხის ასაკს თუმცა გამიუარესდა ჯანმრთელობა ასაკის მატებასთან ერთად, ეს გამოიხატებოდა: ჰორმონალური დისბალანსი,თავბრუსხვევა,კუნთების ტკივილი, სახსრების ტკიილი,დიაგნოზი:საკვერცხის პოლიკისტოზი. ჩავიტარე უამრავი მკურნალობა,იყო რამოდენიმე წელი როცა საერთოდ აღარ ვმკურნალობდი,ჩივილები იგივე-მკურნალობის დროსაც დროებით მაძლევდა შედეგს. 25 წლიდან დამეწყო ქრონიკული ანთებები: თირკმელები,შარდის ბუშტი,საშვილოსნო,გაურკვეველი ალერგიები,სპაზმები,თუმცა თვითნებურად იკურნებობოდა პერიოდულად და შემდეგ ისევ იწყებოდა. 1 წლის ასაკში შემეძინა შვილი, ამის შემდეგ 2 წელი არანაირი ჩივილი აღარ მქონდა,შემდეგ ისევ დამეწყო იგივე ჩივილები. განსაკუთრებით კუნთების ტკივილი. ამის მერე მისვავენ აუტოიმუნური თირეოიდიტის და რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზს-ესეც სავარაუდოდ,რადგან არ დასტურდება,სახსრების ტკივილი,სუნიანი ოფლი,ღებინების შეგრძნება და ქრონიკული ჰაიმორიტი,თავის ტკივილი მუდმივი,თავბრუსხვევა.ლორწოვანი გამონადენი სინუსებიდან (თუმცა ჩირქოვანი აღარ),ცისტიტი, კუჭნაწლავის პრობლემები.ოსტეოქონდროზი,ართროზი, ართრიტი. დიაგნოზი გაურკვეველია, გთხოვთ დამეხმარეთ ვის მივმართო, თუ არის შესაძლებლობა ასეთი დაუდგენელი დიაგნოზის მქონე პაციენტი დააკვალიანოს ვინმემ ან საზღვარგარეთ თუ ხდება გადაგზავნა და მონაწილეობა თუნდაც ექსპერიმენტში,ძალიან დავიღალე. თუმცა აქტიურად ვარ დასაქმებული ვცხოვრობ აქტიური ცხოვრებით,მყავს შვილი, რომელსაც ვჭირდები.იმის ფონზე რომ ბოლო 1 წელია თითქმის ყოველთვე ან 3 კვირაში ერთხელ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მიმწვავდება და უკვე საჭირო ხდება ჰოსპიტალიზაციაც ხანდახან. თუმცა ვმკურნალობ შედეგს და არა მიზეზს ამიტომ შედეგები მციირეხნიანია.დამეხმარეთ
პასუხი: