კითხვა: მოგესალმებით, 1 წლის წინ დამეწყო თმის ცვენა, ხშირი. ყოველი ხელის ჩამოსმაზე თმის დაახლოებით 20 ღერი მომყვებოდა. რამოდენიმე თვეში, დამეწყო 2 ადგილას გამელოტება, დაახლოებით ერთი 20 თეთრიანის ტოლი და მეორე ლარიანის ტოლი. თმები როგორც ასეთი ამოიწვერებოდა, მაგრამ აღარ იზრდებოდა. თუმცა, 7 თვის თავზე, გამელოტებულ ადგილებზე ბუსუსები ამოვიდა. გაკეთებული მაქვს და ჩატარებული მაქვს შემდეგი გამოკვლევები: 1) სისხლის საერთო ანალიზი, სადაც გემოგლობინი ნორმაშია. 2) TSH ჰოტმონი, რომელიც ნორმაშია 3) ჰორმონალურ დისბალანსზე (არ მახსოვს ზუსტი დასახელება), ისიც ნორმაშია 4) ექოსკოპია ფარისებრი ჯირკვლის (ისიც ნორმაშია) დამატებით ექიმმა გამომიწერა ანალიზები: ღვიძლის ფუნქციის, სისხლში რკინის განსაზღვრის თუმცა, თანხის უქონლობის გამო ეს ანალიზები ვერ ჩავიტარე. მქონდა ხშირი თმა და ახლა განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს ისეთი შემცირებულია, რომ ღერებსაც კი დაითვლი. თუ შეიძლება იყოს ეს ჰაიმორის ღრუში ინფექციის კერის მიზეზი? მაქვს კისტები, ჰაიმორის ღრუში. მარჯვენა მხარეს გავიკეთე ოპერაცია და მარცხენა მხარეს ისევ მაქვს დარჩენილი. სხვას რას დავუკავშირო არ ვიცი. გთხოვთ, დამაკვალიანოთ თუ რა ანალიზებია საჭირო, (ძირითადი) და რა ხერხს მივმართო. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. პატივისცემით, მაია
პასუხი:

მოგესალმებით, 

მოგახსენებთ, რომ  თმის ცვენის პროცესი უმეტესწილად მრავალკომპონენტიანია.  მიზეზები შესაძლოა იყოს ლოკალური, იმუნური, მეტაბოლური, ენდოკრინული და ა.შ. ფაქტორებით განპირობებული.

ალოპეციის მთავარი მიზეზი თმის ფოლიკულებზე ანდროგენების ზემოქმედება და ფოლიკულთა მემკვიდრეობითი თავისებურებებია.

ანდროგენული ალოპეციის დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზს, კლინიკურ სურათს, კვლევის სხვადასხვა მეთოდის (ტრიქოგრამის, სისხლის ბიოქიმიური ანალიზის, ჰორმონული გამოკვლევის და ა.შ.) მონაცემებს, კანის პათომორფოლოგიას, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის კონსულტაციას.

რაც შეეხება ინფექციის კერების არსებობას ორგანიზმში, თმის ცვენის შესაძლო მიზეზებად, შეგვიძლია განვიხილოთ ცხვირის დანამატი წიაღებისა და  ნუშურა ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება.

როგორც აღნიშნავთ ჩატარებული გაქვთ გამოკვლევები ჰორმონებზე და მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია, თუმცა უმჯობესია კვლავ გაიაროთ ენდოკრინოლოგთან  კონსულტაცია, რომ დარწმუნებით გამოირიცხოს ენდოკრინული პათოლოგიები, ხოლო შემდეგ საჭიროების შემთხვევაში, ენდოკრინოლოგი თავად გადაგამისამართებთ შესაბამის სპეცლიასტთან.

გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტის განხორციელება.

ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვანი კვლევა, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა