კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს შემიძლია თუ არა ,რომ მივიღო საკვები დანამატი "კრეატინი" ? თირკმელებზე ხომ არაქვს რაიმე გავლენა? 1 წლის წინ ჭარბი ოფლიანობის გამო მივმართე ექიმს და აღმოჩნდა რომ დიდი რაოდენობით ცილების,ხანგრძლივად მიღების გამო მქონდა ეს პრობლემა.მაინტერესებს ეს ხომ არ იქნება დამაბრკოლებელი ფაქტორი იმისა, რომ მივიღო "კრეატინი" მადლობა წინასწარ!
პასუხი:

მოგესალმებით,
კრეატინი წარმოადგენს სპორტულ საკვებ დანამატს.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება, რომ გამოიწვიოს:

  • დიარეა;
  • თავის ტკივილი;
  • გულისრევა და სხვა არასასიამოვნო სიმპტომები.

ასევე, დიაბეტის საწინააღმდეგო გარკვეულ მედიკამენტებთან და კოფეინთან ერთად მიღების შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა საშიში რეაქციები.
გაითვალისწინეთ, რომ კრეატინი აშრობს წყალს თქვენს კუნთოვან უჯრედებში.
თქვენი ზოგადი მდგომარეობის ობიექტური შეფასების გარეშე, ვერ გავუწევთ რეკომენდაციას აღნიშნულ საკვებ დანამატს.
შესაბამისად გირჩევთ, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.

ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/endokrinologia/30

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა