მოგესალმებით,
მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა განპირობებული იყოს არა მხოლოდ სასქესო ორგანოებში (საკვერცხეებში, საშვილოსნოში) მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით, არამედ სრულიად სხვა, არასასქესო ორგანოთა სისტემაში არსებული ამა თუ იმ დაავადებითაც.
მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა მოსალოდნელია როგორც მწვავე თუ ქრონიკული ინფექციის, ისე ენდოკრინული
და ნერვული სისტემის, სისხლისა და სისხლძარღვთა ამა თუ იმ დაავადების ფონზე.
შესაძლებელია გულის წასვლის გამომწვევ მიზეზად მივიჩნიოთ, თქვენს მიერ აღნიშნული 2 დღიანი "შიმშილი", თუმცა მენსტრუალური ციკლის დარღვევასთან, ვფიქრობთ კავშირი არ აქვს.
თქვენ ჩვენი ხშირი „პაციენტი“ ბრძანდებით, წინა შეტყობინებებში გირჩიეთ მოსულიყავით ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებდა მდგომარეობას და დაგინიშნავდათ შესაბამის და ინდივიდუალურად შერჩეულ სწორ კვებას, რაც სამწუხაროდ არ გაითვალისწინეთ.
ზოგადად, ბევრ პაციენტს ჰგონია, რომ თუ ცოტას შეჭამს, მას ეს დაეხმარება წონის დაკლებაში, რაც არასწორი მიდგომაა.
ჩვენი შემოთავაზება ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის შესახებ, ძალაში რჩება კვლავინდებურად.
როგორც აღნიშნავთ, გული წაგივიდათ, რაც შესაძლოა კავშირში იყოს ე.წ შიმშილის აუტანლობასთან, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ აუცილებლად გჭირდებათ სპეციალისტის რეკომენდაცია, რასაც ასე დისტანციურად, უშუალო ვიზიტის გარეშე ვერ გავცემთ, რადგან გასათვალისწინებელია ბევრი ნიუანსი.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ აქცია ფარისებრი ჯირკვლის გამოსაკვლევად.
100 ლარის ნაცვლად 49 ლარად:
- ენდოკრინული ქირურგის კონსუალტაცია;
- ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ელასტოგრაფიული მეთოდით ულტრათანამედროვე აპარატზე Toshiba Aplio 500;
- TSH–ის კონცენტრაციის განსაზღვრა.
აქცია ძალაშია ყოველ შაბათს და ოთხშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!