დიაბეტი ტიპი 1 - ენდოკრინოლოგია

კითხვა: მაქვს პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი. ხელის თითების სახსრებში, მოხეის დროს მაქვს ტკუვილი. თითქოს დიდი ხანია არ მიმოძრავია. ზოგადი იმფორმაციით რის გამო შეიძლება მქონდეს ეს სიმტომი ან რა შეიძლება მივიღო ან წავისვა. მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • რა არის შაქრიანი დიაბეტი;
  • რა იწვევს ტიპი 1 დიაბეტს;
  • დიაბეტი ტიპი 1-ის მკურნალობა.

შაქრიანი დიაბეტი მეტაბოლური ხასიათის პათოლოგიაა, რომელიც ხასიათდება ქრონიკული ჰიპერგლიკემიითა და ნახშირწყლების, ცხიმებისა და პროტეინების მეტაბოლიზმის დარღვევით.
ტიპი 1, ანუ ინსულინ-დამოკიდებული, ან იუვენილური დიაბეტი (როგორც წარსულში მოიხსენიებდნენ) - გამოწვეულია პანკრეასის β-უჯრედების დაზიანებითა და ფუნქციის სრული დაკარგვით, რასაც თან სდევს ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი.
პირველი ტიპის დიაბეტი, ძირითადად, პანკრეასის მიერ ინსულინის გამომუშავების შემცირების გამო ვითარდება, მაშინ, როცა ტიპი 2 დიაბეტის განვითარება უფრო რთული პროცესების შედეგია.
I ტიპის დიაბეტის მკურნალობის ძირითადი კომპონენტებია: ინსულინი, ვარჯიში და დიაბეტისათვის განსაზღვრული დიეტა.

diabeti_tipi1

ხშირ შემთხვევაში, დიაბეტიან პაციენტებში, დამოუკიდებელი და ხელშემწყობი რისკ‐ფაქტორია, მაკრო-ვასკულური, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები.
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. თქვენი მდგომარეობა, საჭიროებს შესაბამისი სპეციალისტის მუდმივ მეთვალყურეობას, ამიტომ, უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
დაუშვებელია თვითნებურად მედიკამენტების მიღება, ამით შესაძლოა, გაიუარესოთ ჯანმრთელობის ზოგადი ფონი.
ასევე, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
შესაძლოა, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩაერთოს როგორც ნევროლოგი, ისე ანგიოლოგი.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა