კვანძოვანი ჩიყვი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიით დამიდგინდა სონოგრაფიული ნიშნებით კვანძოვანი ჩიყვი, მაინტერრსებს ეს გამოიწვევს თუ არა პულსის აჩ1არებას და წნევის მომანტებას? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად კვანძოვანი ჩიყვი კრებითი ცნებაა და აერთიანებს ფარისებრი ჯირკვლის ყველა სახის, სხვადასხვა მორფოლოგიური მახასიათებლების მქონე კეროვან წარმონაქმნს.
კვანძის ტიპის განსაზღვრა ენდოკრინოლოგის, ექოსკოპისტისა და ციტოლოგის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • პულსის აჩქარება;
  • გულისცემის მკვეთრი შეგრძნება;
  • არტერიული წნევის მომატება და ა.შ.

რეკომენდებულია კლინიკური დაკვირვება. მკურნალი ექიმი გეტყვით, რამდენ ხანში ერთხელ ჩაიტაროთ ექოსკოპიური კვლევა და ანალიზი.
ხოლო თუ გაინტერესებთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ენდოკრინოლოგის მოსაზრების მოსმენა, შეგიძლიათ მობრძანდეთ მასთან კონსულტაციაზე.
მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ თანამედროვე გაილაინებით დასაბუთებული მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა