კონსულტაცია გინეკოლოგთან

კითხვა: გამარჯობათ. მაინტერესებს ეხოსკოპიაზე თუ გამოჩნდება საშვილოსნოში წყლული.გოგონა ქალიშვილია.თუ შეიძლება ქალიშვილის საშვილოსნოს გამორეცხვა .წამლებით მკურნალობა უშედეგოა.დიაგნოზი კანდიდა სოკოვანი დაავადება აქვს.
პასუხი:

მოგესალმებით ! საშვილოსნოს ყელის ეროზიის დიაგნოსტიკა  შესაძლებელია, როგორც გინეკოლოგიური გასინჯვით (სარკის ჩადგმა), ასევე კოლპოსკოპიით (ენდოსკოპიური მეთოდი ). ქალიშვილის შემთხვევაში შესაძლებელი ჩატარდეს საშვილოსნოს ყელის გამორეცხვა. რაც შეეხება, უკვე არსებულ დიაგნოზს --კანდიდა--ამის მკურნალობაც ხდება. ჩვენი რჩევა იქნება, მობრძანდეთ კლინიკაში. გვაქვს უფასო კონსულტაციის დღეები გინეკოლოგთან. თუ გაქვთ საყოველთაო დაზღვევა, ან ხართ "ალფა", " ჯი პი აი" ან " ქართუ" სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული, შეგიძლიათ ჩვენი კლინიკის გინეკოლოგთან გაიაროთ კონსულტაცია და მოისმინოთ  ალტერნატიული აზრი. დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით   577 119 119  ან  202 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა