კითხვა: გამარჯობათ. მაწუხებს ხშირად შეკრულობა. ვსვამ ხშირად დუფალაკს და მიწევს ოყნის გაკეთება.ყოველდილით მივირთმევ ჰერკულესის ფაფას ანუ არ ვიკვებები ძალინ ცუდად.მაწუხებს მუცლის მოვლითი ტკიბილები. ხშირად მარცხენა ზედა მხარეს. რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო
პასუხი:
მოგესალმებით! ასე დისტანციურად პასუხის გაცემა თუ რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ , ჩვენი მხრიდან არაკორექტული იქნება. შესაძლოა დაგჭირდეთ ულტრასონოგრაფია, გასტროსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. და სხვა. ეს უნდა დაგინიშოთ სპეციალისტმა. ჩვენი რჩევა იქნება , გაიაროთ კონსულტაცია ქირურგთან და გასტროენტეროლოგთან . თუ გაქვთ სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევა შეგიძლიათ გაიაროთ უფასო კონსულტაცია ჩვენს კლინიკაში ზოგად ქირურგთან აქციის ფარგლებში (ყოველ ხუთშაბათს და შაბათს ) . დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით 577 119 119 ან 202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !