მოგესალმებით!
კონტრაცეპტივები ორი სახის არსებობს. ისინი შეიცავენ ჰორმონებს:
- ესტროგენი;
- პროგესტერონი.
ზოგიერთი კონტრაცეპტივის შემადგენლობაში კი ორივე ჰორმონი შედის.
იმისდა მიხედვით, თუ როგორია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, რა სიტუაციაში იმყოფება, აქვს თუ არა სიმსივნური დაავადება, ღვიძლის ან თირკმლის პათოლოგია, სისხლის დაავადებები, დიაბეტი ან სხვა რაიმე სომატური დაავადება, კონტრაცეფციის ესა თუ ის მეთოდი სწორედ ამის მიხედვით, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით უნდა შეირჩეს, მითუმეტეს როცა ორალურ კონტრაცეფციას სისტემური გამოყენება სჭირდება, ამაზეც შესაბამისი კონსულტაცია უნდა გაუწიოს პაციენტს შესაბამისმა სპეციალისტმა.
ჰორმონული კონტრაცეპტივები ვერ იცავს ორგანიზმს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან. მისი გვერდითი მოვლენებია:
- გულისრევა;
- პირღებინება;
- თავბრუსხვევა;
- ციკლის შეწყვტა;
- მაღალი არტერიული წნევა;
- სისხლიანი გამონადენი;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- თავის ტკივილი;
- მხედველობის დაქვეითება;
- სიყვითლე;
- დეპრესია.
ამ ჩივილების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე უსაფრთხო თავდაცვის საშუალება.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ , გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეს სამშაბათს ან შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!