კოქსართროზი ( დამატებითი პასუხი ) - ტრავმატოლოგია

კითხვა: მადლობა პასუხისთვის, არანაკლებ მაინტერესებს დაფინანსება, რადგან ვიცი რომ ძვირადღირებული ოპერაციაა? თქვენს ცენტრში რა ღირს ეს ოპერაცია? რომელი აუცილებელი გამოკვლევებია საჭირო კოქსართროზის დასადგენად?
პასუხი:

როგორც უკვე მოგახსენეთ, ენდოპროთეზი მრავალი სახეობის არსებობს და შედგება სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული რამოდენიმე კომპონენტისაგან. მასალებად გამოიყენება:

  • პოლიეთილენი;
  • კერამიკა;
  • ტიტანი და ა.შ.

შესაბამისად ფასებიც სხვადასხვაა, ამიტომ მიმოწერის რეჟიმში, ღირებულების შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.
რაც შეეხება დიაგნოსტირებას, ეს ტრავმატოლოგის პრეროგატივაა და მოიცავს:

  • კლინიკურ დათვალიერებას;
  • კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
  • მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
  • სახსრების რენტგენს.

დაავადებისას ყველაზე დიდი საშიშროება არის ორგანიზმის სამოძრაო ფუნქციის დარღვევა. ასე რომ არ მოხდეს საჭიროა სპეციალისტთან ვიზიტი.
ჩვენი შემოთავაზება, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციის შესახებ, კვლავინდებურად ძალაშია.

ტრავმატოლოგის უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა