მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. კუჭის ეროზია ეს არის კუჭის ლორწოვანი გარსის ზედაპირული დეფექტი, რომელიც ხშირად ვლინდება წყლულისმაგვარი სინდრომით.
წყლული კი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით გამოიხატება.
წყლულის ძირითადი სიმპტომია უშუალოდ ეპიგასტრიუმის არეში განვითარებული ტკივილი. სხვა ნიშნებია:
- გულძმარვა;
- ბოყინი;
- მუცლის შებერილობა;
- ყაბზობა.
დივერტიკულა მცირე ზომის ჩანთისებრი ამობურცულობაა, რომელიც ყალიბდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ამომფენ შრეზე. დივერტიკულები ყველაზე ხშირად მსხვილი ნაწლავის (კოლინჯი) ქვედა ნაწილში გვხვდება. დაავადება იშვიათად იწვევს გართულებებს.
დივერტიკულები ძირითადად ვითარდება ნაწლავის ბუნებრივად სუსტ ადგილებში ზეწოლის შედეგად. ეს პროცესი იწვევს ამოზნექილობების გაჩენას მსხვილი ნაწლავის კედელზე.
თუ კონსერვატიულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია დივერტიკულას ლაპარასკოპიული მკურნალობა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს და ჩააყენეთ მკურნალობის მიმდინარეობის საქმის კურსში. ხოლო თუ გსურთ ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცაზე, სადაც მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, ქალბატონი ეკა ზალიკიანი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26
სხვა დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!