მოგესალმებით,
დიახ, ჩვენს კლინიკაში ტარდება აღნიშნული ოპერაციული მკურნალობა ლაპარასკოპიულად.
ღირებულება კი განსხვავებულია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, რაზეც დისტანციურად ვერ გიპასუხებთ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პრინციპით იფარება ამ მკურნალობის ხარჯები.
შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია, რომლის ფარგლებშიც გაივლით გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციას, სპეციალისტი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დიაგნოზის და ჩარევის მიხედვით მენეჯერთან ერთად გაგცემთ ამომწურავ პასუხს, ფინანსურ საკითხზე.
ასევე, გაგიმზადდებათ სათანადო დოკუმენტები, ფორმა 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს ოპერაციას.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33
გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეებია ხუთშაბათი და პარასკევი.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !