ლაზერული აბლაცია - ანგიოლოგია

კითხვა: მაწუხებს მარჯვენა ფეხზე ვარიკოზული ვენები, გავიგე ლაზერული აბლაციის შესახებ და მაინტერესებს რამდენად ეფექტურია, თქვენთან თუ კეთდება და ფინანსდება თუ არა
პასუხი:

მოგესალმებით,
ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.
ვარიკოზის უპირველეს მიზეზად გვევლინება ვენების სარქვლოვანი აპარატის გაუმართავი მუშაობა.
ვენები ეს არის სისხლძარღვები, რომლებითაც სისხლი მიედინება გულისაკენ. სისხლის დინება ხდება ქვედა კიდურების ვენებში ქვევიდან ზევით, ანუ დედამიწის მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ.
ვენური სარქველების დაზიანების სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი არის მუცლის ღრუში წნევის მომატება. ეს ხდება სიმძიმეების აწევის, ხველების, ცემინების, ქრონიკული შეკრულობის გამო.
ვარიკოზული დაავადების მკურნალობის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ის რომელ სტადიაზე იწყება.
პირველადი გასინჯვის შემდეგ ხდება ინსტრუმენტული გამოკვლევა. ხშირად დიაგნოზის დასასმელად საკმარისია ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება: დოპლეროგრაფია და დუპლექს-სკანირება. თუმცა, თუკი ამის აუცილებლობაა, შეიძლება გამოყენებული იქნას რადიონუკლიდური და რენტგენოკონტრასტული კვლევის მეთოდებიც, რომლის დროსაც შეჰყავთ სისხლძარღვში უვნებელი ნივთიერება და იკვლევენ მის განაწილებას სისხლძარღვებში.
ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობის საუკეთესო საშუალება დღეისათვის არის ე.წ. ლაზერული აბლაცია, რომელიც თავადაც აღნიშნეთ.
მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.
ლაზერული აბლაციის შედეგად კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება. მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას ჭრილობის გარეშე, ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.
ლაზერული აბლაციის ის თანამედროვე ტექნოლოგია რასაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ვფლობთ, უმეტეს შემთხვევებში დიდი ეფექტურობით აღმოფხვრის პათოლოგიას და ტრადიციული ოპერაციისგან განსხვავებით უაღრესად კომფორტულია პაციენტისთვის.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ორშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა