მოგესალმებით,
ლეპტოსპიროზი არის მწვავე ზოონოზური დაავადება, რომელსაც იწვევს პათოგენური სპიროქეტები და ხასიათდება მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებით. ლეპტოსპიროზით დაავადებისას ხშირად ვლინდება
ცხელება, ცნს-ის ( ცენტრალური ნერვული სისტემის) თირკმლების, ღვიძლის, სასუნთქი სისტემის დაზიანება. ინფიცირება, ძირითადად ხდება ინფიცირებულ ცხოველებთან პირდაპირი (ცხოველების გამონაყოფთან, ან
ქსოვილებთან კონტაქტი) ან არაპირდაპირი (ცხოველების გამონაყოფით დაბინძურებულ წყალთან და გარემოსთან კონტაქტი) კონტაქტის გზით. ადამიანიდან ადამიანის ინფიცირებას რაც შეეხება, იშვიათია.
მკურნალობა იწყება დაავადების ლაბორატორიულ დადასტურებამდე, მნიშვნელოვანია კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემების გათვალისწინება და დაავადების ადრეული ამოცნობა გართულებების პრევენციისათვის.
მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია, რა ეტაპზეა ლეპტოსპიროზი. პროტოკოლის მიხედვით, დაბალი და საშუალო რისკების დროს ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო თუ გამწვავებულია მდგომარეობა და განვითარებულია თირკმლის მწვავე უკმარისობა, შესაძლოა მიმართონ დიალიზის მეთოდს , ფილტვების მძიმე დაზიანების დროს კი საჭირო ხდება ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით,მაქვს ასეთი პრობლემა .ჩემს 7 წლის გოგონას დაუდგინეს ლეპტოსპიროზი.მაინტერესებს განკურნებადია თუ არა და განკურნების რა მეთოდები ან მედიკამენტები თუ არსებობს?
პასუხი: