ლოგონევროზი ბავშვებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: მყავს 4 წლის შვილი, 2 კვირაა ენის ბორძიკი დაეწყო.1 წლიდან კარგად მეტყველებდა. ეხლა თუ დაიწყო და ვერ თქვა სიტყვა მერე საერთოდ ვერ იძახის.მაგალითად კოკა უნდა თქვას და კკკკკკ და ვერ ამბობს.ვის შეიძლება დახმარებისთვის მივმართოთ.მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ლოგონევროზი ბავშვებში ეს არის სამეტყველო ტიპისა და რითმული ორგანიზაციის დარღვევა, რომელიც ძირითადად 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება.
ზუსტი პასუხის გაცემა თუ რამ გამოიწვია ენის ბორძიკი, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან იგი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული პათოლოგიაა, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: მემკვიდრეობა, სოციალური გარემო, შიში, სტრესი, სიზმარი, ფსიქიკური ტრამვა, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, არაასაკობრივი გადაცემების ყურება.
რაც შეეხება ამ პრობლემისაგან თავის დასაღწევას, მას საკმაოდ ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მეთოდიკა, პაციენტის ასაკი, ენის ბორძიკის ხასიათი და ფორმა. ნებისმიერ შემთხვევაში, ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ლოგოპედს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა