მაღალი ტემპერატურა - ჰემატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, თვეზე მეტია მაქვს სიცხეები, 37 .3 ეს ბოლო პერიოდი,თავიდან მაღალი მქონდა,მოვხვდი საავადმყოფოში,გამიკეთეს ყველა გმოკვლევა და არაფერი მჭირდა და მითხრეს სისხლში იმფექციური ბაქტერია, მაგრამ ეგეც არ ამოითესა და დაუდგენელით გამომიშვეს. ათი დღე ვიკეთე ანტიბიოტიკი მაგრამ სიცხე მაინცაა. მაქვს გემოგლობინიც დაბალი,ვიღებ წამლებს და არიმატებს მარტო გადასხმის დროს რომ გავიკეთე მაშინ აიწია ოდნავ და ისევ დაიწია, სისხლდენაც არსად მაქვს
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში, რთულია ამომწურავად გიპასუხოთ შეკითხვაზე და დავსვათ დიაგნოზი.
თუმცა მიგვაჩნია ,რომ თქვენი მდგომარეობა უნდა შეიწავლოს სისხლის დაავადებათა სპეციალისტმა .ამიტომ, უმჯობესი იქნება თუ მობრძანდებით ჩვენს კლინიკაში და გაივლით ჰემატოლოგთან კონსულტაციას.
ექიმი ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ დამატებით კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ, აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა