მედიკამენტური მკურნალობა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა ვმკურნალობ შემდეგი მედიკამენტებითა და სანთლით: სანიდერმის კრემის შეზელვა შორისის მიდამოში, თხელ ფენად - დღეში ორჯერ ორნიმედი 500მგ 1 ტაბ 2-ჯერ დღეში 5 დღე ჭ/შ დიფლუკანი 150 მგ 1 აბი 1-ხელ I – IV-VII დღეს ჭ/შ. გინოტრანის სანთელი საშოში ძილის წინ 10 დღე. მკურნალობის მეხუთე დღეა და მაინტერესებს დაშვებულია თუ არა სქესობრივი კავშირი?
პასუხი:

მოგესალმებით.

როგორც წესი, მსგავსი დაავადებების დროს, მკურნალობის პერიოდში, სქესობრივი ურთიერთობაზე თავშეკავებაა რეკომენდირებული. ეს, ერთი მხრივ, საჭიროა მკურნალობის რეჟიმის დასაცავად და მეორე მხრივ, პარტნიორის დაავადებისგან პრევენციის მიზნით.

უფრო დეტალურად კი, განმარტებების მოსასმენად, გირჩევთ, ამ საკითხზე ესაუბროთ მკურნალ ექიმს,

მადლობას გიხდით ნდობისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა