სეროზოცელე - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა ვარ 29 წლის მარცხენა საკვერცხესთან აღმომაჩნდა ასეთი დაავადება სეროზოცელე მაინტერესებს რამდენად საშიშია და დაფეხმძიმების შანსი რამდენად მცირეა მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,

მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. სეროზოცელე არის, შეხორცებითი პროცესი, თხელკედლიანი ღრუოვანი წარმონაქმნი, რომელიც ჩნდება ანთებითი პროცესის ან  გინეკოლოგიური ოპერაციების შედეგად.

შვილოსნობაზე დისტანციურად პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან უნდა ჩატარდეს საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური კვლევა,  ე.წ.  გამოფხეკა და მიღებული მასალის მორფოლოგიური გამოკვლევა, ასევე აუცილებელია ჰორმონული გამოკვლევის ჩატარება. ამ კვლევების შემდგომ თქვენს კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა, ექიმი–გინეკოლოგის პრეროგატივაა.

მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ობიექტურად შეფასდება თქვენი მდგომარეობა და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრული გინეკოლოგიური კვლევა, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა