მეძუძურთა კვება - რჩევები

კითხვა: გამარჯობა გთხოვთ მიპასუხოთ ლაქტაციის დროს დამეწყო საშინელი თმის ცვენა და ექიმმა დამინიშნა კალცი და ვიტამინების ნაკრები და ეს თუ იწვევს წონის მატებას? ეხლა ყველაფერი დაბალი გექნება ბავშვის გამო და საჭიროაო და მეშინია წონის მატების კი მითხრა არ ასუქებსო
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, მშობიარობიდან 3-4 თვის შემდეგ იწყება ჰორმონული ფონის აღდგენა, კერძოდ, ესტროგენების შემცირება, ამ დროს კი, მისი მასტიმულირებელი ზეგავლენა წყდება და თმა იწყებს ცვენას.
ქალის ორგანიზმში ჰორმონული ბალანსი აღდგება მშობიარობიდან 7-8 თვის განმავლობაში ან ძუძუთი კვების დამთავრებისთანავე.
ამიტომ, როდესაც დედა ბავშვს ბუნებრივად კვებავს, აუცილებელია, მისი საკვები რაც შეიძლება მეტად სასარგებლო იყოს და შესაბამისად, რძეც მეტად შეერგება პატარას.
შესაბამისად, პატარას სწორი ზრდისთვის და დედის ჯანმრთელობისთვის საჭიროა როგორც კალციუმი და მიკროელემენტები, ისე ვიტამინებით გამდიდრებული საკვები.
ვიტამინების ნაკრები არ გამოიწვევს წონის მატებას, მითუმეტეს კალციუმი.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა