კითხვა: მოგესალმებით. მამაჩემმა გაიკეთა მენჯის ენდოპროთეზირება . სამი თვე სრულდება მაგრამ მაინც აქვს ტკივილები ისევ ორი ყავარჯნით დადის . ეს ნორმალური პროცესია?
პასუხი:
მოგესალმებით,
მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას. რეაბილიტაცია იწყება მესამე დღიდან, ოპერაციის მერე პაციენტი დგება ფეხზე, დადის. სრულ რეაბილიტაციას სჭირდება დაახლოებით 3 თვე, პირველი თვენახევარი დადის ორი ყავარჯნით ან ჭოჭინით, შემდეგ გადადის ერთ ყავარჯენზე და საბოლოოდ დამოუკიდებლად გადაადგილდება.
პაციენტმა აუცილებელია კონსულტაცია გაიაროს მკურნალ ექიმთან, რათა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი და მიეცეს შესაბამისი მკურნალობის შესახებ რეკომენდაცია.
აუცილებად მიაკითხეთ მას, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარება, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !