მოგესალმებით,
მიელოპათია წარმოადგენს ზურგის ტვინის ქრონიკული დაზიანებების კრებით ცნებას.
აღნიშნული პათოლოგია გამოწვეულია ზურგის ტვინის გარეთ ლოკალიზებული სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების შედეგად, რომლის დროსაც ხშირად ზიანდება ზურგის ტვინის კისრის მიდამოს ნაწილი.
არსებობს მიელოპათიის რამდენიმე ტიპი, მაგალითად:
- განივი მიელოპათია;
- ინფექციური მიელოპათია;
- ტოქსიკური მიელოპათია;
- ანგიოდისგენეტიკური ნეკროტული მიელოპათია.
პათოლოგიის ქირურგიულ მკურნალობამდე, ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტის როგორც კოგნიტურ, ისე ემოიცურ მდგომარეობას. ასევე, გასათვალისწინებელია პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და ის ფაქტორები, რომლებიც შესაძლო გართულებებსა და პაციენტის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებენ.
სწორედ ამიტომ, მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით და მაგნიტურ–რეზონანსული კვლევის პასუხის მიხედვით, თუ რამდენად მიზანშეწონილია ქირურგიული მკურნალობა, ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
სასურველია, ოპერაციის როგორც დადებით ისე უარყოფით მხარეებსა და შესაძლო გართულებებზე გესაუბროთ თავად მკურნალი ექიმი. რადგან, მან ყველაზე უკეთ იცის პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა და გათვალისწნებული ექნება რისკ–ფაქტორები.
თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის ნეიროქირურგის მოსაზრება, შეუძლია პაციენტს მობრძანდეს კონსულტაციაზე, სადაც დახმარებას გაუიწევს მაღალკვალიფიციური ექიმი–სპეციალისტი, ბატონი გიორგი ეგუტიძე.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/neiroqirurgia/37
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!