კითხვა: გამარჯობა, ვარ 20 წლის. დაახლოებით ერთი კვირის წინ გაღვიძების შემდეგ ვერ ვგრძნობდი ხელებს, მკლავებიდან მტევნებამდე. რამდენიმე დღის წინ, დილით საერთოდ არ მქონდა მგრძნობელობა ფეხებში, წამოდგომისთანავე დავეცი, ეს მდგომარეობა გაგრძელდა დაახლოებით 30 წუთი, ვერ ვგრძნობდი შეხებას და ტკივილს ( სპეციალურად შევეცადე, ტკივილი გამომეწვია ფრჩხილების ჩასობით ) რა შეიძლება, იყოს მიზეზი, ან რომელ სპეციალისტს უნდა მივმართო ? მაქვს მე-2 ხარისხის სქოლიოზი, შეიძლება თუ არა, გამოწვეული იყოს ვერტებრალური პრობლემით ? დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,

სკოლიოზი, ხერხემლის სვეტის გამრუდება, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კუნთოვანი მასის განვითარების სისუსტით. ხერხემლის სკოლიოზი ხშირად გვხვდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნერვული სისტემის შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაზიანებების დროს. სკოლიოზმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება. ასევე, ასიმეტრიის ზრდა, ოსტეოქონდროზი, თიაქარი და ყველაზე არასასიამოვნო კოსმეტიკური დეფექტის – კუზის განვითარება.

დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ, შესაძლოა თუ არა, სკოლიოზს გამოეწვია კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა. ამისთვის საჭიროა, თქვენი ზოგადი მდგომარეობა შეაფასოს შესაბამისმა სპეციალისტმა, უშუალო ვიზიტსას.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო  კონსულტაციაზე, თუ დაგჭირდებათ დამატებითი მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა, აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, აღნიშნულ კვლევაზე, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

დამატებითი ინფორმაციისათვის  და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით  ნომერზე   577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა