მკერდის ტკივილი - მამოლოგია

კითხვა: მენსტრუაციამდე 2 კვირით ადრე მეწყება მკერდის ტკივილი საშინლად მოსვლის შემდეგ გადამივლის ვარ 43 წლის ესე ძალიან ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს..
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა თქვენს შემთხვევაში, შესაძლოა გამომწვევი იყოს პრემენსტრუალური სინდრომი. მოგაწვდით ინფორმაციას.
ზოგადად, პრემენსტრუალური სინდრომის 150 სიმპტომს გამოყოფენ. თუმცა, რა თქმა უნდა ნებისმიერ ქალს, ყველა სიმპტომი არ გამოუვლინდება.
ზოგადად პმს (პრემენსტრუალური სინდრომი) რთული პათოლოგიური სიმპტომოკომპლექსია, რომელიც მენსტრუაციის წინა დღეებში ვითარდება და ვლინდება:

  • ნერვულ-ფსიქიკური;
  • ვეგატატიურ-სისხლძარღვოვანი;
  • ენდოკრინული დარღვევებით.

შესაძლოა, მკერდის ტკივილი გამოიწვია ჰორმონულმა დისბალანსმა.
აუცილებელია, რომ მიმართოთ შესაბამის სპეციალისტებს:

  • მამოლოგი;
  • ენდოკრინოლოგი.

შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მომსახურებას გაგიწევთ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ენდოკრინოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება. ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-60-larad-

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა