მოგესალმებით,
ზოგადად, დაორსულებამდე, მაშინ როდესაც პაციენტი ინფორმირებულია სკოლიოზის ( ხერხემლის გამრუდების ) შესახებ, სასურველია განისაზღვროს სკოლიოზის ხარისხი.
რადგან, პირველი და მეორე ხარისხის სკოლიოზის შემთხვევაში შინაგან ორგანოებზე ფუნქციური დატვირთვა არ ხდება და არ არის რისკისშემცველი.
მაგრამ მკვეთრად გამოხატული - III და IV ხარისხის სკოლიოზის დროს აუცილებლად უნდა მოეთათბიროთ მეან– გგინეკოლოგს, თერაპევტსა და ნეიროქირურგს, რადგან ამ ხარისხის სკოლიოზის დროს, ხერხემლის დეფორმაცია იწვევს ფილტვებისა და გულის გადანაცვლებას, რაც მათ ფუქციურ შესაძლებლობებს აქვეითებს.
მშობიარობის დროს კი, დატვირთვა შესაძლოა აღემატებოდეს ორგანიზმის შესაძლებლობებს, რაც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს როგორც ქალისთვის, ისე ნაყოფისთვისაც.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით როგორია თქვენი ზოგადი მდგომარეობა, კონკრეტულ შემთხვევაზე პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, სასურველია აღნიშნული კითხვით მიმართოთ თქვენს მეან–გინეკოლოგს, რომელიც მოგაწოდებთ ინფორმაციას მშობიარობის მეთოდისა და შესაძლო გართულებების შესახებ.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/4
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !