მოგესალმებით,
ძუძუთი კვების დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი პროლაქტინი, რომელიც პასუხისმგებელია რძის გამოყოფაზე და ამასთან ხელს უშლის საკვერცხეებში ჰორმონების გამოყოფას, შედეგად კი არ ხდება ოვულაცია და მშობიარობის შემდეგ მენსტრუაციაც არ იწყება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მენსტრუალური ციკლის ნორმალიზაცია ბავშვის დაბადების შემდეგ დამოკიდებულია ლაქტაციის პროცესზე და ჰორმონების სეკრეციაზე. თუმცა ციკლის აღდგენასა და ლაქტაციას შორის 100%-იანი კავშირი არ არსებობს.
მხოლოდ ძუძუთი კვების დროს ნორმაში მენსტრუაცია იწყება მშობიარობიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, თუმცა არის შემთხვევები, რომ მენსტრუალური ციკლი არ აღდგება მთელი ლაქტაციის განმავლობაში. ხელოვნური ნარევების გამოყენებისას ეს პერიოდი უფრო ხანმოკლეა და მენსტრუაცია აღდგება უკვე 3-4 თვის შემდეგ, ხოლო ძუძუთი კვების სრულად შეწყვეტისას – სამი თვის შემდეგ.
პრევენციის მიზნით, გირჩევთ მიმართოთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგს.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !