მუცლის ღრუს CT კვლევა - კომპიუტერული ტომოგრაფია

კითხვა: გამარჯობა ბავშვს მინდა გავუკეთო მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია.მაინტერესებს რა ღირს.
პასუხი:

მოგესალმებით,

მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოდგენას გვაძლევს პარენქიმული ორგანოების სტრუქტურის თავისებურებებზე, მათში ანთებითი პროცესის, ნეკროზის, პერიფოკალური ანთების არსებობაზე, ზომებზე, მდებარეობასა და ფორმაზე.

აღნიშნული მეთოდებით შესაძლებელია კუჭის ფორმის, ზომის, მდებარეობის დადგენა, მისი ორგანული პათოლოგიების, მაგალითად, სიმსივნის, სტენოზის, დიაგნოსტირება, ასევე – ფუნქციურ პათოლოგიებზე.

სასურველია ვიცოდეთ პაციენტის ასაკი.

კლინიკის აქციის ფარგლებში, მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31387/muclis-ghrus-kompiuteruli-tomografia-kontrastirebit-350-laris-nacvlad-250-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა