მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, ჩატარებული გაქვთ რენტგენოლოგიური კვლევა, რომლის შედეგადაც დაზიანება ან სხვა ტიპის პათოლოგია არ გამოვლინდა.
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. მუხლის ტკივილი შეიძლება, მრავალმა პათოლოგიამ გამოიწვიოს, მათ შორისაა:
- ინფექციური (რევმატიზმი, ინფექციური ართრიტები);
- იმუნოლოგიური (სისტემური დაავადებები) ფაქტორები;
- მეტაბოლური დარღვევები (პოდაგრა, ქონდროკალცინოზი, დიაბეტი);
- ტრავმა და მიკროტრავმა;
- ნეიროენდოკრინული დარღვევები;
- მიკროცირკულაციის მოშლა;
- ოსტეოართროზი.
მხოლოდ ერთი მუხლის ტკივილის გამომწვევი შეიძლება, რომ იყოს:
- ტრავმული დაზიანება;
- გონართროზი;
- პოდაგრა;
- რეაქტიული ართრიტი;
- რეიტერის დაავადება.
თავდაპირველად უნდა დადგინდეს ტკივილის კავშირი ტრავმასთან, უხერხულ მოძრაობასთან - ასეთ დროს ხშირად ზიანდება მუხლის იოგოვანი აპარატი, მისი ხრტილოვანი ამორტიზატორი - მენისკი.
დიაგნოზის დასმისას ექიმი ყურადღებას აქცევს:
- ტკივილის დასაწყისს - მწვავეა, მუდმივი, თანდათანობითი, შეტევითი თუ ყრუ;
- გავრცელებას - ლოკალურია, წერტილოვანი თუ დიფუზური;
- ხასიათს - სტარტულია, მექანიკური, მოსვენებისას აღინიშნება, დილით თუ ღამით და ასე შემდეგ;
- პაციენტის სქესსა და ასაკს;
- გენეტიკურ დატვირთვას;
- სხვა დაავადების (ტუბერკულოზი, დიაბეტი, ინფექციური ან ვენერული დაავადებები) თანაარსებობას;
- დაზიანების სიმეტრიულობას.
ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ამიტომ გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, აუცილებელია კლინიკური გასინჯვა, ამის შემდეგ ექიმი შეადგენს გამოკვლევების რაციონალურ სქემას, რომელიც სწორი დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.
უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/travmatologia/27
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციო ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!