მუკოიდური ცისტა - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: შეკითხვა ექიმს... დაახლოებით 5 წლის წინ ამოვიღე მარჯვენა ზედა ყბაზე კბილი და დაახლოებით ერთი-ორი კვირის შემდეგ ანთება განვითარდა, რა დროსაც გაიხსნა არხი ჰაიმორიტის წიაღში.. ორი წლის წინ გავიკეთე კომპიუტერული ტომოგრაფია და გამოჩნდა პატარა ზომის კისტა თუმცა დღეს-დღეობით მომემატა ტკივილი ტკივილი აღნიშნულ ადგილზე. მაინტერესებს როგორ ვიმკურნალო ან ვის მივმართო აღნიშნულ პრობლემაზე და სად კეთდება ოპერაცია კისტის მოსაცილებლად, მადლობა ყურადღებისათვის
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ, მუკოიდურ ცისტაზე, რომელიც არის ანთებითი წარმონაქმნი, რომლის არსებობას ხშირად სიმპტომები არ ახლავს და შემაწუხებელი ხდება მხოლოდ ინფიცირების შემთხვევაში. ამ დროს აღინიშნება ტკივილი შესაბამის მიდამოში, სხვადასხვა ხასიათის გამონადენი ცხვირიდან.
აუცილებელია, სრულყოფილი თერაპიული მკურნალობა და თუ თერაპიული მეთოდით პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, ტარდება ენდოსკოპიური ოპერაცია წიაღებზე კისტის მოშორების მიზნით.
თუმცა, პირველ რიგში აუცილებელია განისაზღვროს ცისტის ზომები, დადგინდეს არის თუ არა იგი მზარდი.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ოტო-რინო-ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალოდ გაგსინჯავთ, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს და ამის შემდეგ, დაგეგმავს შემდგომი მკურნალობის მეთოდს.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/28 


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა