მულტიფოლიკულოზი, უშვილობა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა..ექოსკოპიით დამიდგინდა მულტიფოლიკულოზი და ექიმმა დამინიშნა დისმენორმი 2 აბი ორჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 3 თვე ... უკვე 2 თვეა ვსვავ და მენსტრუაცია არ მქონია ამ ხნის განმავლობაში ტესტიც უარყოფითს მიჩვენებს და როგორ მოვიქცე? ექიმმა მითხრა მეტი არაფერი წამალი არ გჭირდებაო უ კვე 7 თვეა გათხოვილი ვარ და შვილის ყოლის სურვილი გვაქვს მედა ჩემს მეუღლეს... ეხოზეც ვერ მივდივარ უტრანსპორტობის გამო ..რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
მულტიფოლიკულოზი ნიშნავს საკვერცხეებში დიდი რაოდენობით წვრილი ცისტების ან სითხური ჩანართების არსებობას.
პათოლოგია ვლინდება მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე. დასაზუსტებელია, ხომ არ დაერთვის მულტიფოლიკულოზს ანოვულაცია?
შესაძლოა, ეს პათოლოგია იწვევდეს უშვილობას.ზოგადად, იგი მნიშვნელოვანი სამედიცინო და სოციალური პრობლემაა. მისი სიხშირე საშუალოდ 15-18%-ია, მისი მიზეზი კი, ქალებში ბევრია, მაგალითად:

  • შარდსასქესო ორგანოების თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები;
  • მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები;
  • ფალოპის მილების გაუვალობა;
  • ჰიპერპროლაქტინემია;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • აუტოიმუნური სისტემური დაავადებები;
  • შარდსასქესო სფეროს ინფექციური დაავადებები;
  • ფსიქოსექსუალური დარღვევები;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

ასევე, გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა იყოს ენდოკრინული პათოლოგიები, ვინაიდან არც ერთი სხვა სფერო ისე არ არის ჰორმონულ ფონზე დამოკიდებული, როგორც შვილოსნობა.

multifolikulozi


დისტანციურად რჩევებისა და რეკომენდაციების მოცემა გაგვიჭირდება, რადგან თქვენი ჯანმრთელობის შესახებ საკმაოდ მცირე ინფორმაცია გვაქვს. უნდა მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს და მიჰყვეთ მის მკურნალობას, ასევე, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“.
XXI საუკუნეში უშვილობის პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დასახავს თქვენი პრობლემის მოგვარების გზებს.
კლინიკაში არის თბილი გარემო, მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, დაგეხმარებათ ორსულობის დაგეგმარებასა და თანამედროვე გაიდლაინებით მართვაში.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა