ნაღველკენჭოვანი დაავადება - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა,ნაღველში მაქვს მცირე ზომის კენჭები.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ამან გამოიწვიოს წნევის მომატება ,ნაღვლის გაღიზიანების შემთხვევაში.წნევა 140/90 ამდის .ჩემი ნორმალური წნევა 120/80 არის.
პასუხი:

მოგესალმებით!
ნაღვლის ბუშტი - ეს მცირე ზომის ტომსიკაა, რომელიც ღვიძლზეა მიმაგრებული. მასში გროვდება ნაღველი - რთული შემადგენლობის ხსნარი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში საკვებთან ერთად მიღებული ცხიმების დასაშლელად.
გარდა ამისა, ნაღველი პასუხისმგებელია ნაწლავში ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებაზე. თუ ნაღველი შეგუბდა ან მისი შემადგენლობა შეიცვალა, ნაღვლის ბუშტის ფუნქციობა ფერხდება და მის სადინარებში ქვები ჩნდება. დაავადების წარმოქმნას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ნაკლებმოძრავმა ცხოვრების წესმა, რომლის დროსაც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესები ნელდება.
გირჩევთ მიმართოთ ქირურგს, რომელიც განსაზღვრავს საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას და დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
გაცნობებთ, რომ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში სპეციალისტთან უფასოდ შეძლებთ ვიზიტს, ყოველ ხუთშაბათს და შაბათს , წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა